სუს-ის კრებსების საქმეზე დავით ჯანდიერს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა

გამოქვეყნდა:

ე.წ. სუს-ის კრებსების საქმეზე იურისტ დავით ჯანდიერს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. საგამოძიებო უწყებაში ის დღეს გამოკითხეს.

პროკურატურა ამ კონკრეტული საქმით მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც დავით ჯანდიერმა საქმე სტრასბურგის სასამართლოში გააგზავნა.

სუს-იდან გამოჟონილი საიდუმლო ფაილებით დგინდება, რომ ადვოკატს უკანონოდ უსმენდნენ მაშინაც კი, როდესაც ის ე.წ ციანიდის საქმეზე მსჯავრდადებულ მამალაძეს ციხეში ხვდებოდა.  ფაილებში იძებნება მის საცხოვრებელ სახლში დაოქმებული მასალები, სატელეფონო საუბრები ღია თუ დახურული ხაზებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი