განზრახ მკვლელობა თუ თავდაცვა? - მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაღებული ვიდეოკადრები გუდაურში

გამოქვეყნდა:

"მთავარმა არხმა" გუდაურში მომხდარ მკვლელობამდე გადაღებული კადრები მიპოვა. კადრები სათვალთავალო ვიდეოკამერითაა გადაღებული და კარგად ჩანს, რომ მკვლელობას წინ ახალგაზრდებს შორის ჩხუბი და დაპირისპირება უძღოდა. 

კადრები ახალ გუდაურში დილის 6 საათზეა გადაღებული. ვიდეომასალაში კარგად ჩანს რომ რედკოს საცხოვრებელი კომპლექსში, მიმავალ ჯარისკაცს, ხუთი ახალგაზრდა ხვდება. ჯგუფური თავდასხმის დროს, მერაბ კობიაშვილს ისინი სასტიკად სცემენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩხუბი საცხოვრებელი ბინების და უცხოელი ტურისტებით დატვირთულ ზონაში მოხდა, არსად ჩანს პოლიცია.

კადრების დგინდება, რომ თავდასხმის შემდეგ მერაბ კობიაშვილის ტერიტორიას ტოვებს. მეორე დგინდება, რომ 39 წლის ჯარისკაცი თავდამსხმელებს გაექცა, თუმცა ისინი მას მისდევენ, ეწევიან და კიდევ ერთხელ ესხმიან თავს. ჩხუბის შემდეგ ჯარისკაცი ტერიტორიას ტოვებს.

"მთავარი არხის" ინფორმაციით არსებობს მესამე ვიდეოჩანაწერიც, სადაც ჩანს, რომ ახალგაზრდების ჯგუფმა კობიაშვილს მანქანასთან ჩასაფრება მოუწყო.

ადვოკატი ამტკიცებს, რომ სამჯერ ნაცემმა სამხედრომ ახალგაზრდებს თავდაცვის მიზნით ჯერ ფეხში ესროლა, შემდეგ კი მუცლის არეში. 

28 წლის თაზო გორთამაშვილის მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი, თავადაც დაჭრილია და ამ დრომდე მცხეთის საავადმყოფოში რჩება. მცხეთის კლინიკაში რჩება. სისხლიანი გარჩევის დროს დაჭრილი კიდევ ერთ ახალგზრზდა.

კობიაშვილის ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ კობიაშვილი აგვისტოს ომის მონაწილეა და ჯარიდან წამოსვლის შემდეგ თავს ტურისტული ბიზნესით ირჩენდა. მკვლელობის დღესაც მას გუდაურში ფრანგი ტურისტები ჰყავდა ჩაყვანილი. ჩხუბი კი ბარის თანამშრომლებთან იმის გამო მოუვიდა, რომ უცხოელ ტურისტებს მომსახურებაში უფრო მეტის გადახდა მოსთხოვეს.

მკვლელობაში ბრალდებული ჯარისკაცი დღეს თავდაცვის სამინისტროში იყო დაბარებული, ის ნორმატივების ჩასაბარებლად და ჯარში დასაბრუნებლად ემზადებოდა

ჯარისკაცს ბრალი, განზრახ მკვლელობის და ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლებით წაუყენეს. ხვალ სასამართლო პროცესი სავარაუდოდ  მცხეთის კლინიკაში გაიმართება, რადგან ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სასამართლოსი მისი გადაყვანა ვერ ხერხდება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი