სიღნაღის რაიონულ სასამართლოში, კახელი ბიზნესმენის ლევან ბიძინაშვილის საქმეზე მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ. პროკურატურა მისთვის პატიმრობას ითხოვს.
მოსამართლე ალექსანდრე ლომიძემ განაჩენი შესაძლოა დღესვე გამოაცხადოს. მანამდე კი, ვიდრე ბიძინაშვილი სასამართლოს წინაშე პოლიციისაგან მასზე განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობდა, მისი ქალიშვილი შეუძლოდ გახდა და ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.
ბიზნესმენი უკვე 8 თვეა პატიმრობაშია. როგორც მან სასამართლო პროცესზე განაცხადა, დაკავება პოლიციის მაღალჩინოსნის, კერძოდ კი ლევან მაისურაძის ინტერესს უკავშირდება.
მისივე თქმით, პოლიციის უფროსი ბიძინაშვილს ცოლზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დათმობას სთხოვდა. უარის მიღების შემდეგ კი, ბიზნესმენს ცეცხლსასროლი იარაღი ჩაუდეს და დააკავეს.
ავტორი: ია გულიაშვილი