ე.წ სუს-ის კრებსების საქმეზე მედიის 4 წარმომადგენელს დღეს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. საგამოძიებო უწყება მას შემდეგ გააქტიურდა,რაც სტრასბურგის სასამართლომ უკანონო მოსმენების საქმეზე სარჩელი წარმოებაში მიიღო.
მედიის წარმომადგენლებს იმედი არ აქვთ, რომ საქართველოში გამოძიება რაიმე შედეგამდე მივა და დამნაშავეები დაისჯებიან.
"სახელმწიფოს მოუწია აღიარება, რომ ჩემი უფლება დაირღვა და მომანიჭა დაზარალებულის სტატუსი სუს-ის კრებსებთან დაკავშირებულ საქმეზე. ველოდები, რომ წვდომა მექნება საქმის მასალებზე, რადგან სტატუსი ამ უპირატესობასაც გვაძლევს. ჩვენი პროფესიული საქმიანობის უფლება არის დარღვეული, ისევე, როგორც უფლება კომუნიკაციისა რესპონდენტებთან, რაც პირადი საუბრის ხელშეუხებლობის უფლებაზე გადის. მე როგორც მოქალაქესა და ჟურნალისტს მაქვს განცდა, რომ მისმენენ და არღვევენ ჩემსა და ჩემს გარშემო მყოფი ადამიანების უფლებას",- ამბობს ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტი სალომე ჩადუნელი.
გამომძიებლებს აინტერესებდათ ადასტურებდნენ თუ არა ჩანაწერების აუთენტურობას. მათი არ აქვთ იმედი, რომ პროკურატურა გამოძიებას ბოლომდე მიიყვანს.
"ამ ხელისუფლების პირობებში არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს საქმე იქნება ბოლომდე მიყვანილი, რადგან ვიცით რა მტრული დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას არჩეული, თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს სავარაუდო დანაშაულიც ამ ხელისუფლების პირობებშია ჩადენილი"- ამბობს "ფორმულას" ჟურნალისტი გიორგი კიკაბიძე.
შეგახსენებთ, რომ სუს-ის სკანდალური კრებსები, რომლითაც დასტურდება, რომ ქვეყანაში ტოტალური მოსმენები მიმდინარეობს, 1 წლის წინ გასაჯაროვდა.
ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი