პოლიციელების ჩვენებები შაქარაშვილის საქმიდან

გამოქვეყნდა:

გუშინ მთავარი არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ასევე გასაჯაროვდა პატრულ ინსპექტორების, ვალერი ჯიქურაშვილისა და გიორგი ზარიაშვილის ჩვენებები, ვინც მათივე მტკიცებით, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე მცხეთიდან თბილისში ჩამოიყვანეს.

პოლიციელების ჩვენებებით დასტურდება, რომ სამართალდაცველების ქმედებები 18 ივნისის ღამეს არაერთ კითხვის ნიშანს აჩენს.

უკვე აღარავინ დავობს იმაზე, რომ გიორგი შაქარაშვილი არის მოკლული. ის, ვინც ხელს აფარებს, ვერ იქნება ნინო გიორგობიანი, კალაძეც ვერ იქნება, ეს შეიძლება იყოს გაცილებით მაღალი რანგის ჩინოვნიკი კი არა, ის ოჯახი, რომელიც მართავს დღეს ქვეყანას, - ამბობს „presa.ge“-ს რედაქტორი გიორგი კაპანაძე.

ასევე გადაცემაში საუბარი იყო რამდენიმე დაზარალებულზე, რომელთაც ზიანი სახისა და სხეულის მარჯვენა მხარეს აქვთ მიყენებული, რაც აჩენს ეჭვს, რომ ეს ზიანი მათ ცაცია ადამიანმა მიაყენა. "მთავარის" ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ერთ-ერთი ცაცია ამ დანაშაულზე დაკავებულ პირებს შორის სარაგბო კლუბ "ასკანელის" მწვრთნელი არჩილ გაგნიძეა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი