მსგავსება ხორავას ქუჩისა და შაქარაშვილის საქმეებს შორის

გამოქვეყნდა:

გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის მეორე წრე - შაქარაშვილის საქმის გამოძიება და იურისტების პარალელები ხორავას ქუჩის სისხლიანი გარჩევის საქმეთან.

იურისტების განცხადებით, საქმის გახსნაზე  პასუხისმგებლობა პირდაპირ ირაკლი შოთაძეს ეკისრება. მათი თქმით, მსგავსება ხორავას ქუჩისა და შაქარაშვილის საქმეებში ისიც არის, რომ გამოძიებამ დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის საქმეშიც ბევრი პირი დააკავა, თუმცა შემდეგ ყველა გაათავისუფლა.

შოთაძის პასუხისმგებლობა მაშინაც სრულიად ცხადი იყო, და ახლაც სრულიად ცხადია. ახლაც ის არის გენერალური პროკურორი. მეორე წრეზე მიდის, კიდევ ერთ ფატალურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როდესაც სახელმწიფო და საგამოძიებო ორგანოები, აშკარად, როგორც მინიმუმ, მიჩანჩალებენ საზოგადოებრივი აზრის უკან, იმის ნაცვლად, რომ მოქმედებდნენ სწრაფად, ეფექტურად და სამართლიანად, - ამბობს იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი