გალში დაკარგული ქალი თერჯოლაში იპოვნეს

გამოქვეყნდა:

59 წლის ქალი გალიდან, რომელსაც ახლობლები ეძებდნენ, თერჯოლის ცხელების ცენტრის ფსიქიატრიულ განყოფილებაში იმყოფება. ირკვევა, რომ შუახნის ქალი 1 ივლისს თერჯოლაში დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ცხელების ცენტრიდან შეიყვანეს. პაციენტს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა, უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ, კი ის ფსიქიატრიულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

თერჯოლის ცხელების ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, იმაზე, თუ როგორ ან ვისთან ერთად მოახერხა საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთა, პაციენტი ვერ საუბრობს.

30 ივნისს გადმოკვეთა ენგურის ხიდზე ადმინისტრაციული საზღვარი, შემდეგ იმყოფებოდა საკარანტინო ზონაში. ორი დღე იმყოფებოდა ჩვენი საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატაში, უარყოფითი აღმოჩნდა კორონა ინფექციაზე და შემდეგ აყვანილ იქნა ნებაყოფლობით ფსიქიატრიულ განწყოფილებაში, სადაც დღემდე იმყოფება და უტარდება მკურანლობა, - ამბობს შპს თერჯოლა მედის დირექტორი დავით სარიშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი