თბილისში, უცხოელ სტუდენტებს სახლში 5 შეიარაღებული პირი შეუვარდა | წაღებულია ფული და ტექნიკა

გამოქვეყნდა:

შეიარაღებული თავდასხმა თბილისში, ტაშკენტის 18 ნომერში. 5 პირი საცხოვრებელ სახლში შეიჭრა და 3 ინდოელ სტუდენტს თავს დაესხა. დაშავებულები ყვებიან, რომ თავდამსხმელებს თან ცეცხლსასროლი ცივი იარაღი ჰქონდათ, ერთ-ერთ სტუდენტს თავისა და ხელის არეში დანით დაზიანებები მიაყენეს.

"ღამით მეგობარს დავხვდით აეროპორტში, ახალი დაბრუნებულები ვიყავით, ვვახშმობდით, როდესაც კარზე დააკაკუნეს. კარის გაღებისთავნავე შემოცვიდნენ და თავს დაგვესხნენ. ითხოვდნენ ფულს და ტექნიკას. თან ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღი და დანები, მე თავი მაქვს დაზიანებული, დანით დამისერეს. წაიღეს ყველაფერი და გაიქცნენ, მერე დავრეკეთ პოლიციაში და როგროც ვიცი 5-ვე მათგანი სამართალდამცავებმა დაააკავეს" - ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი. 

მათივე თქმით, სახლიდან წაღებულია ფული, ძვირფასი ნივთები და ტექნიკა.

"სახლში 5 ადამიანი შემოვარდა, ერთი რუსულად საუბრობდა და 4 ქართულად, გვთხივდნენ ფულს და ტექნიკას,წინააღმდეგოიბა რომ არ გაგვეწია ერთმა იარაღი თავში დამიმიზნა, წაირეს 1000 დოლარი, ლეპტოპები, ოქროს ბეჭედი და საათი. უკვე ძალიან საშიშია აქ ცხოვრება, ჩემი მეგობრებიც აღარ გრძნობენ უსაფრთხოდ თავს", - ამბობს სტუდენტი. 

ცნობილია, რომ საპატრულო პოლიციამ თავდამსხემელები ცხელ კვალზე დააკავეს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი