ძვირფასი სამკაული და პრემიუმ ბრენდები - ვინ არის ლელა ჭანია და რას მალავს მოსამართლე მურუსიძე?

გამოქვეყნდა:

სასამართლო სისტემაში არსებულ სავარაუდო კორუფციულ სქემაზე, მოსამართლეების დეკლარაციებიდან გამქრალ ქონებაზე, "სტუდია მონიტორმა"  ჟურნალისტური გამოძიება  მოამზადა. ირკვევა, რომ ლევან მურუსიძე, რომელიც სამოქალაქო ქორწინებაში არ იმყოფება, ასევე სასამართლო სისტემაში დასაქმებულ ლელა ჭანიასთან ერთად ცხოვრობს. გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ქონების დამალვის მიზნით, მურუსიძე ქონებას სწორედ ჭანიაზე აფორმებს. ქალი კი დეკლარაციაში ოჯახის წევრად მოხსენიებული არ ჰყავს.

რეპორტაჟის ავტორის ინფორმაციით, თვალშისაცემია თავად ჭანიას ძვირადღირებული ბრენდები და სამკაულებიც, რომელთა შეძენაც ჭანიას 2 700 ლარიანი ხელფასით, ძნელია:

"მას [ლევან მურუსიძეს]არ ჰყავს მითითებული ოჯახის წევრებში ლელა ჭონია. დავიწყეთ მოკვლევის პროცესი და ვნახეთ, რომ 2015 წლიდან იწყებს ბინების, მიწების შეძენას თბილისსა და ბათუმში. შემდეგ ვნახეთ მის ფეისბუქზე და ინსტაგრამზე საჯაროდ გამოქვეყნებული ფოტოები, საიდანაც ჩანს, რომ მას აქვს უამრავი ძვირფასი სამკაული და პრემიუმ ბრენდების ტანსაცმელი და აქსესუარები და ამ ყველაფრის შესაძენად არათუ მისი, ლევან მურუსიძის ხელფასიც არ იქნება საკმარისი. ამ ფაქტების ერთობლიობით, გასაგები გახდა, რატომ მალავს ლევან მურუსიძე ლელა ჭანიას შესახებ ინფორმაციას და არ უთითებს მას დეკლარაციაში" - ამბობს რეპორტაჟის ავტორი, სტუდია მონიტორის ჟურნალისტი ნინო რამიშვილი.

სასამართლო სისტემის ექსპერტები ამბობენ, რომ მურუსიძის დეკლარაცია კითხვებს ბადებს და ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ, უკვე შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ, თუმცა მოქმედი სისტემის პირობებში, მათ ამის იმედი არ აქვთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი