2020 წლის 26 თებერვლიდან 2022 წლის 1-ელ ივლისამდე COVID-19-ით რეინფიცირების 138 331 შესაძლო შემთხვევა აღირიცხა

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამია, რომ 2020 წლის 26 თებერვლიდან 2022 წლის 1 ივლისამდე ქვეტყანაში 138 331 შესაძლო რეინფიცირების შემთხვევა აღირიცხა. ამ 138 331 შემთხვევიდან 10 997-ის რეინფექცია დადგა 2020 წლის 26.02 – 2021 წლის 31.12-ის პერიოდში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ შესაძლო რეინფიცირებულთა ასაკის საშუალო განმეორებითი ინფიცირებისას იყო 37 წელი. საშუალო პერიოდი პირველსა და ბოლო დადასტურებებს შორის არის 305 დღე, მინიმალური 60, ხოლო მაქსიმალური 767 (SD=135)

COVID-19-ის შესაძლო რეინფიცირების შემთხვევების მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე ყველაზე მაღალია 30-39 წლის ქალებში.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი