ვინ არის ცაცია შაქარაშვილის საქმეში

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" კიდევ ერთი ექსკლუზივი გიორგი შაქარაშვილის დაღუპვის საქმეში - "მთავარი არხის" გამომძიებელი ჟურნალისტების ჯგუფმა, საქმის მასალების და გავრცელებული ვიდეოკადრების შესწავლის შემდეგ მნიშვნელოვანი დეტალი აღმოაჩინეს, რაც შესაძლოა, გამოძიებისთვის დამნაშავის კვალზე გასასვლელად პირდაპირი მტკიცებულება აღმოჩნდეს - კადრებიდან და საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ყველა დაზარალებულს, მათ შორის, გიორგი შაქარაშვილს, დაზიანება სახის ან სხეულის არეში, მარჯვენა მხარეს აქვს მიღებული, რაც სავარაუდოდ იმაზე მიუთითებს, რომ სპორტსმენი, რომელიც სასტიკი ანგარიშსწორების დროს, ყველაზე მეტად აქტიურობდა, ცაციაა.

ახლა გამოძიებამ უნდა დააგინოს, ვინ არის ის კონკრეტული მოძალადე, ვინც აქტიურად სწორედ მარცხენა ხელს იყენებს.

გუშინ საღამოს, როდესაც "მთავარ აქცენტებში" ამ თემაზე მიმდინარეობდა საუბარი, გაზეთ "ქრონიკა +"ის რედაქტორს ელისო კილაძეს, დაუკავშირდა სანდრო წყარო, რომელმაც განაცხადა, რომ საქმეში ნამდვილად ფიგურირებს ცაცია და ეს პირი არა არჩილ გაგნიძე, არამედ ნიკა ჟვანიაა, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიის "ასკანელი ძმების" მფლობელის გოჩა ჩხაიძის ნათლულია. 

მოვუწოდებ მთავარ პროკურატურას, თავი დაანებეთ საქმის შეკერვას, იმიტომ, რომ რეალურად არ იკერება და ყველა დეტალი ნელნელა მჟღავნდება, - ამბობს ელისო კილაძე. 

"ტოიოტა ქამრის" მარკის მანქანაში მჯდომის უფლებადამცველი ამბობს, რომ თუ საქმეში ცაცია მართლაც გამოქვეყნება, გამოძიება მისი დაცვის ქვეშ მყოფზე ვერ გავა, რადგან ყველა დაზიანება დაზარალებულებს "მერსედესის" მარკის ავტომობილის მგზავრებმა მიაყენეს. 

ბატონი, რომელიც უკვე ნაცემია და ე.წ. ხელკეტი აქვს მოხვედრილი სახეში, ის მანქანა სხვა არის და მე ვისაც ვიცავ, სხვა მანქანით იყვნენ. ის ხელკეტი, გამოყენებულია, როგორც ამ ეტაპზეა ცნობილი, "მერსედესის" ერთ-ერთი მგზავრისგან. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი "ტოიოტა ქამრის" მგზავრი იყო, აქედან გამომდინარე, კვეთა ვერ იქნება, - ამბობს ალექსანდრე იაკობიძე. 

დღეს უნდა ჩატარდეს კიდევ ერთი საგამოძიებო ექსპერტიმენტი, რომლის ფარგლებშიც გუკა ამირხანაშვილი მატროსოვის ციხესთან მიყავთ. მისი უფლებადამცველი ამბობს, რომ საგამოძიებო მოქმედება კანონდარღვევით მიმდინარეობს. 

ტარდება ამოცნობის პროცედურა, რომლითაც დაზარალებულმა ამირხანაშვილმა უნდა ამოიცნოს ზ.ხ., ის ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა მანქანაში და იცნობს თუ არა. რა გასაოცარიც უნდა იყოს, ბრალი მას დიდი ხანია წარუდგინეს, მაგრამ მისი ამოცნობა დღეს ტარდება, ეს კიდევ ერთი კითხვის ნიშანია გამოძიების ხარისხთან მიმართებაში, - ამბობს ადვოკატი გიორგი გელხაური

უფლებადამცველი ამბობს, რომ გარდამტეხი და ახალი ჯერ არაფერი გამოკვეთილა. 

ვფიქრობ, რომ რეალურად იქ მივიდა მესამე მანქანა და შეეცადა კვალის დაფარვას. ცალსახად ამ საქმეში რაღაც განსაკუთრებული, სპეციალური ჯგუფის არსებობას გამოვრიცხავ. ჩემი შეხედულებით, ეს არიან ადამიანები, ვინც ზოგადად, დაეხმარნენ, ასე დავარქვათ, დანაშაულში მონაწილეებს, რომ რაღაც კვალი დაეფარათ, - აცხადებს შაქარაშვილის საქმეში კიდევ ერთი მონაწილის ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელ "მთავარ აქცენტებში" ასევე იყო საუბარი პოლიციელების ჩვენებებზე, რომლებიც ასევე ბევრ კითხვას აჩენს. 

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი