თეა წულუკიანის წინააღმდეგ სასამართლო დავა იწყება. ხელოვნების მუზეუმიდან გათავისუფლებულებმა სარჩელი საქალაქო სასამართლოში უკვე შეიტანეს. პირველი ინსტანციაში დღეს მუზეუმის ყოფილი ხელმძღვანელის საქმეზე მოსამზადებელი სხდომა მიმდინარეობს.
ეკა კიკნაძე სასამართლოსგან წულუკიანის მხრიდან დისკრიმინაციული დევნის დადგენას, მისი გათავისუფლების უკანონოდ ცნობასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.
კიკნაძის ინტერესებს საია იცავს:
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში რეორგანიზაცია და მასშტაბური ცვლილებები დაიწყო. შედეგად, ამ დროისთვის მრავალი დასაქმებული გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან. გათავისუფლებულებს შორის არის ეკატერინე კიკნაძე, რომელიც ჯერ ხელოვნების მუზეუმისა და ეროვნული გალერეის მმართველის პოზიციიდან ლაბორანტის პოზიციაზე მისი თანხმობის გარეშე გადაიყვანეს, შემდეგ კი საერთოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან.
ეკატერინე კიკნაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით 2021 წლის 27 აგვისტოს მიმართა. სარჩელით მოთხოვნილია: ლაბორანტად დანიშვნისა და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა ტოლფას სამუშაოზე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, განსხვავებული მოსაზრებების ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა და მორალური ზიანის ანაზღაურება. " აცხადებს ორგანიზაცია.
დღეს იკითხება ერთი მოწმე, წულუკიანის რეპრესიებისას გათავისუფლებული კიდევ ერთი თანამშრომელი ნანა ბურჭულაძე, რომელიც ასევე უჩივის მინისტრს.