"რატომ ერევით მეზობლების ჩხუბში?!" | კასპში პოლიციელებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

გამოქვეყნდა:

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო, ხანდაკში საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ერთმანეთს მეზობლები დაუპირისპირდნენ, ადგილზე მისულ სამართალდამცავებს კი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, - ინფორმაციას რეგიონული მედია qartli.ge ავრცელებს.  

გამოცემის ცნობით, ერთ-ერთი მხარის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ მეზობლებს შორის დავაში პოლიცია "არ უნდა ჩარეულიყო".

"რატომ მოხვედით, რატომ ერევით მეზობლების ჩხუბში?!" - მიმართა ერთ-ერთმა ადგილობრივებმა სამართალდამცველებს.

კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, პოლიციელების შეურაცხყოფისა და წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი