
"დილიდან ველოდებით საგამოძიებო ორგანოების პასუხს, დაკავებულ სპორტსმენთაგან ვინ არის ცაცია" - "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გუშინ "მთავარ აქცენტებში" გაჟღერებული ინფორმაციის შემდეგ, პროკურატურის კონკრეტულ ქმედებას ელოდება და საგამოძიებო უწყებას სოციალურ ქსელში მიმართავს.
შეგახსენეთ, ცაციობის ალბათობის ვიდეო მტკიცებულება ჩვენ მოვიპოვეთ არჩილ გაგნიძეზე. რაც შეეხება მახარაძესა და ჟვანიას - მათზე ამის დამადასტურებელი ან გამომრიცხავი არც ვიდეო იძებნება და არც სხვა რამ მტკიცებულება, - წერს ნიკა გვარამია.
მისი თქმით, ცაციობის დასასტურებას ხანგრძლივი ექსპერტიზა არ სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" ჟურნალისტური გამოძიების შედეგები გუშინ, "მთავარ აქცენტებში" გასაჯაროვდა.