ახალქალაქში პოლიციის უფროსის მოადგილე და ყოფილი დეპუტატი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

გამოქვეყნდა:

დღეს, დაახლოებით 17:00 საათზე, ახალქალაქის ცენტრში ერთმანეთს სოფელ კუმურდოს ყოფილი დეპუტატი, აშოტ საარიანი და პოლიციის თანამშრომლები, მათ შორის პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე, ანდრანიკ პეტროსიანი დაუპირისპირდნენ - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა jnews.ge ავცელებს

გავრცელებული ინფორმაციით, სიტვყიერი დაპირისპირების და ხელის კვრის შემდეგ, აშოტ საარიანი სამართალდამცავებმა პოლიციის მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში "მთავარი არხის" ვებგვერდს განუცხადეს, რომ აშოტ საარიანი ადმინისტრაციულად არის დაკავებული. მას ედავებიან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი