სურამში მკვლელობა მოხდა - 35 წლის მამაკაცმა მძინარე ცოლი გამთენიისას მოკლა. მოკლული ქალი სამი შვილის დედაა, თუმცა არსებული ინფორმაციით მკვლელობისას ბავშები სახლში არ იმყოფებოდნენ.
მეზობლების განცხადებით მათ გამთენიისას რადენიმე გასროლის ხმა გაიგეს, თავდაპირველად ფეიერვერკი ეგონათ, თუმცა შემდეგ ქუჩაში გამოსულებს შემზარავი სურათი დახვდათ.
არაოფიციალური ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი უკვე დააკავეს ხაშურის პოლიციის თანამშრომლებმა.
საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყეს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მკვლელობას გულისხმობს.