სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ემუქრება. გოგაშვილის ოჯახის წევრებმა და უფლებადამცველებმა სპეციალური ბრიფინგზე დღეს თქვენს, რომ რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გოგაშვილი ე.წ. საშხაპეში რამდენჯერმე გაიყვანეს, სადაც მას დახვდა მობილური, რომლის მეშვეობითაც გოგაშვილს პირადად შს მინისტრ, ვახტანგ გომელაური ესაუბრა.
უფლებადამცველის თქმით, გოგაშვილს შესაბამისი მტკიცებულებებიც აქვს:
"გაიყვანეს ე.წ. საშხაპეში, სააბაზანო ოთახში და მას მიუთითეს ფანჯრის ე.წ. რაფაზე, ტელეფონზე. იოსებ გოგაშვილმა, რა თქმა უნდა, უპასუხა და მას ესაუბრებოდა საქართველოს შს მინისტრი. საუბარი შეეხებოდა მუქარებს. ძირითადი მოთხოვნა იყო, რომ მიეცა მათთვის სასურველი ჩვენება იმ საკითხებზე, რაც გოგაშვილმა გააჟღერა.
ცნობილია, რა ნომრიდან ხდებოდა იოსებ გოგაშვილთან დაკავშირება და რა ნომერი იყო მოთავსებული ტელეფონში, რომლის საშუალებითაც პასუხობდა შს მინისტრს. იოსებ გოგაშვილმა მის ხელთ არსებული წებოვანი ლენტის, ე.წ. სკოჩის მეშვეობით მობილური ტელეფონიდან აიღო თითის ანაბეჭდები. აღნიშნული მტკიცებულება გამოტანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან და შევეცდებით თუკი ვარგისი იქნება იდენტიფიკაციისათვის, ჩავატაროთ ექსპერტიზები" - ამბობს ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე.
უფლებადამცველები ამბობენ, რომ ასეთი სატელეფონო საუბარი პენიტენციურ დაწესებულებაში 4-ჯერ შედგა.
"საუბარი შს მინისტრსა და სოსო გოგაშვილს შორის შედგა 4-ჯერ. ამ ფაქტის დროს მე-3 სართულზე გაათავისუფლეს ყველა ბადრაგი და არავინ იმყოფებოდა. პირველ 2 შემთხვევას ორგანიზებას უწევდა დაწესებულების ხელმძღვანელი, ზურაბ მოდებაძე, რომელმაც მიუთითა, რომ შესულიყო საშხაპეში",- ამბობს დიმიტრი ღონღაძე.
გოგაშვილის მეუღლე მისი ოჯახისა და ქმრის უსაფრთხოებაზე სრულ პასუხისმგებლობას პრემიერს, შს მინისტრსა და სუს-ის უფროსს აკისრებს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ყველაფრის უკან ივანიშვილი დგას:
ყველაფერი თანხმდება ბიძინა ივანიშვილთან. აკრძალული გვქონდა კომუნიკაცია და მოულოდნელად 2-ჯერ შეგვიყვანეს ჩემს მეუღლესთან. თუკი არ შეიძლებოდა, როგორ მოხდა ეს",- ამბობს თეა მარტყოფლიშვილი.
უფლებადამცველები მუქარის შესახებ ინფორმაციაზე გამოძიების დაწყებასა და გოგაშვილის სართულზე დამონტაჟებული კამერებიდან, 28 ივლისიდან 6 აგვისტომდე, ჩანაწერების ამოღებას მოითხოვენ
იხილეთ იოსებ გოგაშვილის წერილი: