
საკონსტიტუციო სასამართლო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესის კანონიერებაზე მსჯელობს - სახალხო დამცველმა სადაო გახადა ნორმები, რომლებიც ადგენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესს.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ აღნიშნული წესი ვერ უზრუნველყოფს საუკეთესო კანდიდატების შერჩევას, რაც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
საქმეს პლენუმი განიხილავს. განხილვაში მონაწილეობას არ იღებს ახალდანიშნული მოსამართლე ვასილ როინიშვილი, რომელიც სწორედ ამ წესით იქცა არჩეული უზენაეს სასამართლოში. მისი აცილება მოსარჩელე მხარემ მოითხოვა.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.