"სარფის" საბაჟოდან ოქროს საიუველირო ნაკეთობები მალულად შემოიტანეს – საგამოძიებო

გამოქვეყნდა:

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონებისგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობების საბაჟო წესების დარღვევით შემოტანის ფაქტი გამოავლინეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადმოიტანა 35 094,4 ლარის საბაჟო ღირებულების 374,62 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები", - წერია განცხადებაში.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი