მამაკაცმა საკუთარი მეუღლე მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით მოკლა

გამოქვეყნდა:

სურამში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები - ახალგაზრდა მამაკაცმა მეუღლე ქორწინებიდან 14 წლისთავზე, სამი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მოკლა.

34 წლის მამაკაცი  უკვე დაკავებულია და ამ დროისთვის, გორის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ითვალისწინებს.

ბრალდებული ილია ქურდაძე დანაშაულს აღიარებს, ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია საუბარი. დანაშაულის ჩადენის სავარაუდო მოტივზე განცხადებაში არაფერია ნათქვამი.

მკვლელობის მოტივზე საუბარი უჭირთ მოკლული 31 თაკო რუსიას ნათესავებსაც, რომელთა თქმით, მეუღლეები ერთად 14 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ და კონფლიქტრები არ ჰქონდათ. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ილია ქურდაძე ბოლო პერიოდში ხშირად სვამდა და სავარაუდოდ, დანაშაულის ჩადენის მომენტშიც ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო. 

ინციდენტი გუშინ, დაახლოებით ღამის 4 საათზე მოხდა. ილია ქურდაძემ მის სახელზე რესგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი რამდენჯერმე ესროლა მეუღლეს. ფაქტს, სავარაუდოდ, მათი შვილებიც შეესწრნენ, რადგან ისინი ამ მომენტში სახლში იმყოფებოდნენ.   

სახლში, სადაც მკვლელობა მოხდა, ექსპერტ-კრიმინალისტები შვიდ საათზე მეტხანს მუშაობდნენ. დაკავებულ ბრალს სავარაუდოდ დღის განმავლობაში წაუყენებენ და შემდეგ მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე გორის რაიონული სასამართლო იმსჯელებს. ილია ქურდაძეს გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლს ედავება.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი