
ოზურგეთში 40 წლამდე ასაკის ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა.
წინასწარი ინფორმაციით, ყოფილმა მეუღლემ მას ჯერ სცემა, შემდეგ კი აბაზანაში გაგუდა.
კაცი პოლიციას ჩაბარდა. კონფლიქტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.