აჭარაში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა - მოკლულია 21 წლის ბიჭი

გამოქვეყნდა:

ქობულეთში ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა.

მოკლულია ხაშურში მცხოვრები 21 წლის რეზი ლომსაძე. მას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა. 

დანაშაულს წინ მობილური ტელეფონის გამო დაწყებული კონფლიქტი უძღოდა.

"ზღვაზე იყო წასული და ტელეფონის გულისთვის... წუხელ 3 საათზე მოასვენეს ეს ბავშვი. ტელეფონი მოუპარიათ და იმის გამო მოხდა. გორელია ის, ვინც მოკლა. ის დაკავებულია", - ამბობს გარდაცვლილის მეზობელი.

შსს-მ მკვლელობის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ. ი. დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა,რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ქობულეთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობა მიაყენა 2001 წელს დაბადებულ რ.ლ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა მოგვიანებით სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.ი. ცხელ კვალზე - მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი