საზარელი მკვლელობა თბილისში - შვილმა ცივი იარაღით დედა მოკლა, ცნობილია, რომ ამაში მას მეგობარიც ეხმარებოდა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, 34 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
ცნობილია, რომ შსს-მ არასრულწლოვანი, 17 წლის პირი უკვე დააკავა. უწყება მას ოჯახის წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება. დაკავებულია მისი 19 წლის მეგობარიც.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.