ტერიტორია, სადაც ამირხანაშვილი იმალებოდა, დამწვარია - შაქარაშვილის საქმე

გამოქვეყნდა:

ტერიტორია, სადაც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, გური ამირხანაშვილი იმალებოდა, საქმის ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის მტკიცებით, დამწვარია - ინფორმაციას ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

გიორგი გელხაურის თქმით, აღნიშნული ტერიტორია მან 5 ივლისს დაათვალიერა.

იქ შეიძლებოდა ყოფილიყო დნმ-ს კვალი და ა.შ. დღეს ეს ადგილი დამწვარია. ფაქტია, რომ ეს კიდევ უფრო მეტ ბუნდოვანებას სძენს ამ საქმეს, - ამბობს იგი.

გიორგი გელხაურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს ბრალდებული გიგა ტატიაშვილის ადვოკატი გიორგი ფოფხაძეც. მისი განმარტებით, 4 ივლისს, როდესაც იგი თბილისიდან მიემგზავრებოდა, იმ ტერიტორიაზე, სადაც, სავარაუდოდ, გური ამირხანაშვილი ემალებოდა მდევრებს, ხანძარი შენიშნა.

მანქანაც გავაჩერე. უკვე მოქალაქე იძახებდა სახანძროს. ჩემი თვალით ვნახე, რომ იწვოდა. თუმცა, დაიწვა თუ რა მოხდა, აღარ ვიცი, რადგან წუხელ გვიან, საპირისპირო მხარეს გამოვიარე და აღარ დამინახავს, საბოლოოდ რა მოხდა, - აღნიშნავს ფოფხაძე.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ საქმეში არსებული კითხვებისთვის პასუხების გაცემას გარკვეული დრო სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის გიორგი საქარაშვილი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. საქმის ფარგლებში 17 პირს პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება გრძელდება.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი