"დანაშაული აღიარა... წავიდა ოჯახის წევრებთან და ჩადენილი ქმედების შესახებ მოუყვა" - ამის შესახებ დედის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატი ფრიდონ კენკებაშვილი საუბრობს. მან იზოლატორი ცოტა ხნის წინ დატოვა, სადაც 17 წლის ბიჭი მოინახულა, რომელსაც პროკურატურის წარმომადგენლებმა ბრალი ცოტა ხნის წინ წარუგდინეს.
"დანაშაული აღიარა, ჩადენის შემდეგ წავიდა თავის ოჯახის წევრებთან გარდაბნის რაიონში, საიდანაც გამოიცვალა ტანსაცმელი, მამას ბებიას და სხვა ნათესავებს მოუყვა მის მიერ ჩადენილი ქმედების შესახებ და ამის შემდეგ, თვითონ ბრალის აღიარებით გამოცხადდა, - ამბობს ადვოკატი.