დედის მკვლელობა თბილისში | "მთავარმა" ბრალდებული შვილის ჩვენება მოიპოვა

გამოქვეყნდა:

საზარელ მკვლელობაში ბრალდებულ 17 წლის მოზარდს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ახალგაზრდას გამოძიება საკუთარი დედის განზრახ, ჯგუფურად მკვლელობაში ადანაშაულებს. 34 წლის ქალს შვილმა რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა, მის მეგობარს კი ქალი შებოჭილი ჰყავდა და გაქცევის შესაძლებლობას არ აძლევდა. 

ასეთი სისასტიკის მიზეზი აუხსნელია. ბრალდებული მკვლელობას აღიარებს, მაგრამ მიზეზებზე არაფერს ამბობს. დუმან თანამონაწილეც და მეზობლებიც, თუმცა ლილოში მომხდარი ამ დანაშაულის შესაძლო მთავარ მიზეზად ეჭვიანობა სახელდება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი