
ცალსახად არ უნდა გავიგოთ, რომ რახან 15 ქვეყნის ჩამონათვალში შეგვიყვანეს, ყველასთან საზღვრები გავხსნათ - ამბობს ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე საჰაერო სივრცის გახსნასთან დაკავშირებით.
ცერცვაძე ამბობს, რომ საზღვრების გახსნის დროს, მიუხედავად ეკონომიკური მდგომარეობისა, ყველაზე გასათვალისწინებელი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა
საქართველო მსოფლიოში 123-ე ადგილზეა ახალი შემთხვევების მხრივ, მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სიტუაცია გვაქვს. ამის შედეგი იყო ის, რომ ევროკავშირმა საქართველო შეიყვანა უსაფრთხო ზონაში და მიეცა რეკომენდაცია საქართველოსთან გახსნან მიმოსვლა და საზღვრები. თუმცა, ეს ცალსახად არ უნდა გავიგოთ, რომ რახან 15 ქვეყნის ჩამონათვალში შეგვიყვანეს ყველასთან საზღვრები გავხსნათ, უნდა ხდებოდეს ინდივიდუალური მოლაპარაკება. გასათვალისწინებელია, არამხოლოდ ის, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, არამედ რამდენად უსაფრთხოა ის ქვეყანა, რომელთანაც უნდა გავხსნათ საზღვრები“ ამბობს თენგიზ ცერცვაძე.