აქტივისტები, რომლებმაც ქუთაისში ანტისაოკუპაციო სტიკერები გააკრეს, სასამართლომ დამნაშავეებად სცნო

გამოქვეყნდა:

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტები სამართალდამრღვევებად სცნო. საუბარია ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წევრებზე, რომლებმაც 7 აგვისტოს ომიდან 14 წლის თავზე ერთ-ერთი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ანტისაოკუპაციო სტიკერები გააკრეს.

მერია აქტივისტებისთვის 1000-1000-ლარიან ჯარიმას ითხოვდა, მოსამართლემ კი მათ წინააღმდეგ ფინანსური სანქცია არ გამოიყენა, სიტყვიერი გაფრთხილება მისცა და დამნაშავეებად სცნო.

აქტივისტების თქმით, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქვეყანას რუსული ოცნება მართავს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი