"მთავარი არხის" განცხადება ლაშა ნაკაიძის დაკავებასთან დაკავშირებით

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხი" ტელეწამყვან ლაშა ნაკაიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. არხი გმობს და ემიჯნება ყოველგვარი სახის ძალადობას.

"მთავარი არხი" გმობს და ემიჯნება ყოველგვარი სახის ძალადობას, მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება კაცის მხრიდან ქალზე განხორციელებულ ძალადობას, რასაც არცერთ ვითარებაში არ აქვს გამართლება.

2022 წლის 15 აგვისტოს მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას თავად "მთავარი არხის" ერთერთმა თანამშრომელმა აცნობა, რის შემდეგაც განხორციელდა დაშავებული ქალის სამედიცინო შემოწმება, გამოკითხვა და მისი ჩვენების საფუძველზე ლაშა ნაკაიძის დაკავება.

ნაკაიძისთვის წაყენებული ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, "მთავარი არხი" ვალდებულად მიიჩნევს თავს, შეაჩეროს მასთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა, თუმცა თუ მას დანაშაულის ჩადენა არ დაუმტკიცდება, არხი გადახედავს ლაშა ნაკაიძესთან საქმიანი ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას.

ცნობისთვის, ლაშა ნაკაიძე გუშინ, 16 აგვისტოს დააკავეს. გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის (ოჯახში ძალადობა);  11​​1 137-ე მუხლის პირველი ნაწილის (გაუპატიურების მცდელობა ოჯახის წევრის მიმართ) და 11​​1 151-ე მუხლის მეორე ნაწილს (ოჯახის წევრის მიმართ მუქარა) ედავება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი