მუქარა მშობლებზე | კასპში 44 წლის კაცი დააკავეს

გამოქვეყნდა:

დედ-მამის მიმართ განხორციელებული მუქარის გამო, კასპში 44 წლის მამაკაცი დააკავეს, - ინფორმაციას რეგიონული მედია "ქართლი" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც ბრალდებულმა მამას ფული მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას მოკვლით დაემუქრა. შემდეგ დედამ მისცა შენიშვნა, თუმცა იგივე გაიმეორა.

არსებული ინფორმაციით, მშობლები იძულებულნი გახდნენ პოლიციის განყოფილებამდე ფეხით ჩასულიყვნენ. 

ბრალდებული ამბობს, რომ მან მშობლებს საკუთარი თანხა მოსთხოვა.

გორის სასამართლომ ბრალდებულს 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. გირაოს გადახდამდე კი 44 წლის კაცი პატიმრობაში რჩება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი