
"თუ გოგაშვილს უნდა, წავიდეს სისტემის წინააღმდეგ, ადგეს და დადოს, რა მოხდა, ვინ მოკლა... ვიცი, რომ გომელაური დამნაშავეა..." - ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილი საუბრობს და სოსო გოგაშვილის მიერ დღეს გავრცელებულ წერილს ეხმაურება, სადაც სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი მაჩალიკაშვილის საქმეზე ვახტანგ გომელაურს ადანაშაულებს.
"თუ მას უნდა, რომ წავიდეს ამ სასტიკი, ბინძური ხელისუფლების წინააღმდეგ, ამ სისტემის წინააღმდეგ, ადგეს და დადოს, რა მოხდა, რატომ მოვიდნენ, ვინ მოკლა, რატომ მოკლა, ვინ არის მთავარი დამნაშავე. მე ვიცი, მან რომ არ მითხრას გომელაურზე, გომელაური დამნაშავეა ამ საქმეში, იმიტომ რომ მაშინდელი სუსის უფროსი, შეფი იყო გომელაური... ურჩევნიათ ახლა ერთიმეორეზე გადაბრალებას, დადონ ის, თქვან რაც მოხდა - რატომ მოკლეს, ვინ დაგეგმა, რატომ დაიგეგმა, ვინ არის მთავარი დამნაშავე. ყველამ თავთავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს თავის თავზე. ნებისმიერი მათი მოგზავნილი იმწუთას ვიცოდი, ვინ რა სახით არის მოსული. ვისთვის რა პასუხი უნდა გამეცა, რო იქ მიეტანათ, გოგაშვილთანაც და გომელაურთანაც, - ამბობს მაჩალიკაშვილი.