ვალეში 50 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ადგილობრივი გამოცემა "სამხრეთის კარიბჭე" წერს, მას ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. შემთხვევა დღეს, 17 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში მოხდა.

"როგორც მითხრეს დაზიანება თავად მიიყენაო, მაგრამ დაზუსტებით არ ვიცი. თავად ამას როგორ შეძლებდა?", - ამბობს გამოცემასთან ვალეს საკრებულოს დეპუტატი, მერი ხაბეიშვილი.

დეტალები ამ დროისთვის უცნობია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი