რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მიმდინარე წლის 26 მარტს უკანონოდ დაკავებული ლევან მაჩაბელი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
ცნობისთვის, ლევან მაჩაბელი რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტიდან მარტის ბოლოს გაიტაცეს. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ვერსიით, გატაცებული ლევან მაჩაბელი საოკუპაციო ხაზთან დათა პაპას მეუღლის დასახმარებლად იყო ჩასული.