გარჩევა საოკუპაციო ზოლთან - დაჭრილს 2 ტყვია მუხლებში ესროლეს

გამოქვეყნდა:

ქურდული წესით ანგარიშსწორება საოკუპაციო ხაზთან - ახალგაზრდა მამაკაცს ორივე მუხლი ცეცხლსასროლი იარაღით აქვს დახვრეტილი. "მთავარი არხის" ინფორმაციით. საქმის გარჩევა სიგარეტის კონტრაბანდას უკავშირდება, რომელსაც აფხაზეთსა და სამეგრელოში კრიმინალური ავტორიტეტები აკონტროლებენ. მათი დავალების შემსრულებელი ერთ-ერთი ვერსიით დავით შენგელიაა, ხოლო მეორე ვერსიით, პირიქით, სწორედ შენგელია და მისი წრე წარმოადგენენ დაზარალებულ მხარეს.

"მთავარი" განაგრძობს ამ საკითხზე მოკვლევას. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი არა თუ მომხდარის ადგილსა და მონაწილეებს, დაჭრის ფაქტსაც კი ამ დრომდე არც უარყოფს და არც ადასტურებს.

გვიან ღამით სამეგრელოში ორი ტყვია მუხლებში ესროლეს  ხუტა ბულისკირიას.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, მას პარტიზანმა დათო შენგელიამ ესროლა, რომელიც  გავრცელებული ინფორმაციით, სამეგრელოში კონტრაბანდული სიგარეტის ბიზნესს კურირებს და შავ სამყაროსთან დაახლოებული პირია. სწორედ ამავე ბიზნესშია ჩართული თავად დაჭრილიც და სავარაუდოდ, კონფლიქტიც ბიზნესს უკავშირდება. 

ოპოზიცია სამეგრელოში კონტრაბანდისა და შავი სამყაროს წევრების საქმინობის გახშირებასზე საუბრობს. მმართველი გუნდის ოპონენტების თქმით,  მუხლებში სროლის პრაქტიკა შავი სამყაროს ხელწერაა.

მომხდართან დაკავშირებით სამეგრელოში სხვადასხვა ვერსია გავრცელდა. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, დაჭრილს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორტიაზე რუსმა მესაზღვრეებმა მაშინ ესროლეს, როცა ის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდა. ამავე ვერსიაზე საუბრობენ მისი მეგობრებიც, ვინც სავარაუდოდ მასთან ერთად ასევე კონტრაბნადნული სიგარეტის ბიზნესში არიან ჩართულნი. 

ბულისკირია ახლა ქუთაისის სავადმყოფოშია გადაყვანილი, მომხდარზე კამერასთან საუბარი კი არ სურს. თუმცა, პირად საუბარში ყვება, რომ საოკუპაციო ხაზთან რუსმა მესაზღვრეებმა შეამჩნიეს, თუ როგორ ცდილობდა არალეგალურად საზღვრის გადაკვეთას და სამეგრელოში გადასვლას. მისი თქმით, სწორედ ამიტომ ესროლეს. მომხდარზე არ საუბრობს მისი ოჯახიც.

სამეგრელოში გახშირებული კრიმინალის და კონტრაბანდის ფაქტები სავარაუდოდ სწორედ ხელისუფლების მფარველობით ხდება. რეკეტიროები და კრიმინალური დაჯგუფებები მმართველი გუნდისგან მფარველობას და გარანტიებს ხელისუფლების დახმარების სანაცვლოდ იღებენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი