მატარებლების განრიგი რუსულად | თბილისის ცენტრალურ სადგურზე ოკუპანტებს მშობლიურ ენაზე ემსახურებიან

გამოქვეყნდა:

თბილისის ცენტრალურ სადგურზე სარკინიგზო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ოკუპანტის ენაზეა განთავსებული. "საქართველოს რკინიგზის" გადაწყვეტილებით, მონიტორზე რუსულად არის მითითებული გამგზავრების დრო, თარიღი, თავისუფალი ადგილების რაოდენობა და სხვა დამატებითი ინფორმაცია.

საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეები ამასთან დაკავშირებით კმაყოფილებას გამოთქვამენ და ამბობენ, რომ ქვეყანაში მათთვის საჭირო ინფორმაცია სულ უფრო ხშირად არის ხელმისაწვდომი რუსულ ენაზე. 

"5 დღეა აქ ვართ. ახლა ბორჯომში მივემგზავრებით. ყველა ძალიან სტუმართმოყვარეა. რუსული განრიგი ძალიან კარგია. მშობლიურ ენაზე გავეცნობით და ეს უფრო მოსახერხებელია", - ამბობს რუსეთის მოქალაქე. 

კითხვას - როდის გაჩნდა წარწერები, რკინიგზის თანამშრომლებმა არ უპასუხეს და "მთავარი არხის" ჟურნალისტი პრესსამსახურთან გადაამისამართეს, თუმცა პასუხი ჯერჯერობით ვერც პრესსამსახურისგან მივიღეთ.

 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი