სუს-ის კრებსების საქმეზე მარიამ გეგუჩაძეს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" თანამშრომელს მარიამ გეგუჩაძეს გენერალურმა პროკურატურამ ე.წ. მოსმენების საქმეზე დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. 

"დაზარალებულის სტატუსი მომენიჭა მოსმენა-მიყურადების საქმეზე. ცოტა ხნის წინ საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ ჩვენი საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გააგზავნა.

თითქმის ორი წლის მერე, აქამდე მოვიდა საქმე და დაზარალებულის სტატუსიც- სტრასბურგში საქმის გაგზავნის შემდეგ მოგვცეს. მე მაინც აქაური გამოძიების იმედი მაქვს", - წერს გეგუჩაძე. 

ცნობისთვის, ე.წ. კრებსები მოიცავს ჟურნალისტების, რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, დიპლომატების და სხვა პირთა კერძო კომუნიკაციის და პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებულ ინფორმაციას, რომლის ავთენტურობა უკვე არაერთმა ადამიანმა დაადასტურა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი