მარნეულში 31 წლის კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მეზობლები მეგობრის ქორწილში, ერთ-ერთ რესტორანში იყვნენ, ისინი ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, შემდეგ კი კაცი ცივი იარაღის გამოყენებით ახალგაზრდა კაცი მოკლეს.

"მკვლელმა ჩემი დის შვილი გარეთ გამოიყვანა, მოკლა, მან მიმალვა სცადა, თუმცა, როგორც ვიცი პოლიციამ უკვე დაკავა. მეზობლები არიან, აქამდე კონფლიქტი არასდროს ჰქონიათ", - ამბობს მოკლულის ბიძა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ბრალდებული პირი დაკავებულია. შსს-ს ინფორმაციით, 1985 წელს დაბადებულმა რ.ბ.-მ სოფელ ყიზილაჯლოში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, მეზობლად მცხოვრებ - 1991 წელს დაბადებულ ი.ა.-ს დანის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
პოლიციამ რ.ბ., ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
დაკავებულს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი