სოფელ ავლევში ახალგაზრდა ქალი მოკლეს

გამოქვეყნდა:

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში მკვლელობა მოხდა. მოკლულია 30 წლამდე ასაკის ქალი.

პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული თ.კ. დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებული ნაცნობი ქალი - თ.ჩ. გაგუდა.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი