ფემიციდის კიდევ ერთი საზარელი შემთხვევა. ავლევის მოსახლეობა ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ამბავმა შეძრა. მამაკაცმა მეგობარი ქალი გაგუდა, ცხედარი დამალა და დანაშაულის შესახებ თავად უამბო თანასოფლელებს. მიმალვის მცდელობისას მკვლელობაში ბრალდებული მოსახლეობამ დააკავა და პოლიცია გამოიძახა.
რა გახდა საბედისწერო კონფლიქტის მიზეზი, ამის დადგენაზე გამოძიება უკვე მუშაობს. ასევე სასამართლო ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, რამდენად ადეკვატური იყო ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს, ადგილობრივები აცხადებენ, რომ ბრალდებულც და მსხვერპლას ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და მედიკამენტოზურ მკურნალობას გადიოდნენ.
ბოლო ერთ კვირაში ეს ფემიციდის ერთადერთი შემთხვევა არ არის. ბოლო შვიდ დღეში საქართველოში სამი ქალი მოკლეს. ფემიციდის შემთხვევების რაოდენობა ასეთი მრავალრიცხოვანი არასდროს ყოფილა, როგორც 2022 წელს.
რამდენიმე დღის წინ ოზურგეთში 40 წლამდე ასაკის ქალს ყოფილმა ქმარმა ჯერ სცემა, შემდეგ კი აბაზანაში გაგუდა. 50 წლის ქალი გარდაცვლილი ნახეს გუშინ ვალეში, ქალს ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული.