ბადრაგმა სავარაუდოდ, პატიმარი დაჭრა | 28 წლის გურამ სვანიძე კლინიკაში თავის არეში მიყენებული ჭრილობით მიიყვანეს

გამოქვეყნდა:

28 წლის პატიმარი კლინიკაში თავის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობით მიიყვანეს. რა მოხდა თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში, გამოძიება არკვევს.

ოჯახი ამბობს, რომ სამართალდამცავებმა მომხდარის ვერსიად პატიმრის მიერ თვითმკვლელობის მცდელობა შესთავაზეს. უთხრეს, რომ გურამ სვანიძემ ბადრაგს იარაღი წაართვა და რამდენიმე გასროლა განახორციელა. თუმცა, ნათესავებს ამ ვერსიის არ სჯერათ. ისინი მომხდარში ბევრ საეჭვო გარემოებას ხედავენ.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, სვანიძე, რომელიც წინასწარ პატიმრობაში იყო, გლდანის ციხიდან ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მდგომარეობის დამძიმების გამო ორი დღის წინ გადაიყვანეს. გასროლა კი დღეს გამთენიისას მოხდა, როცა კლინიკაში ციხის საბადრაგო სამსახური მივიდა.

"არ იყო ის მდგომარეობა, რომ ამ სიტუაციამდე მისულიყო ბავშვი. მარტივ შეკითხვას ვსვამ - დაწესებულებაში, სადაც დახურული სისტემაა, ბადრაგს იარაღით რა უნდა?!“, - ამბობს პატიმრის ბიძა, ოთარ გიორგიბერიძე.

გურამ სვანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმები ოჯახს პაციენტის გადარჩენის იმედს ვერ აძლევენ.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი