
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში 47 წლის მამაკაცი დაჭრეს. მამაკაცს ცეცხლნასროლი ჭრილობა სახის არეში აქვს მიყენებული.
ის ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც პირველადი დახმარება ამ წუთებში უტარდება.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს ურთიერთდაპირისპირების დროს სანადირო თოფიდან ესროლეს.
რა გახდა ინციდენტის მიზეზი, ჯერ- ჯერობით უცნობია.
მომხდარ ფაქტზე შსს-მ ს განცხადება ამ ეტაპზე არ გაუკეთებია.
ავტორი: ია გულიაშვილი