"გამაგებინონ, შედგა თუ არა კონსილიუმი... ყველაფერი ზღაპარია, დადგმული სცენარი" - დაჭრილი პატიმრის დედა

გამოქვეყნდა:

თბილისში დაჭრილი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია. 28 წლის გურამ სვანიძის ოჯახი, უცხოეთიდან სპეციალისტების ჩამოყვანას ითხოვს, რადგან მდგომარეობის გათვალისწინებით, მისი ისრაელში გადაყვანა შეუძლებელია.

პატიმრის დედის, ნათია შენგელიას თქმით, მისთვის ამ დრომდე უცნობია, თუ როგორ გრძელდება მკურნალობა და შედგა თუ არა ექიმთა კონსილიუმი. 

"5 საათზე ვნახე ბოლოს ექიმი. საღამოს უკვე რომ ვითხოვდი, კი მეუბნდებოდა, რომ ისევ კრიტიკულ მდგომარეობაშია და რასაც მეუბნებოდნენ თავიდან, მაგრამ თვითონ ვეხვეწებოდი ნომერი მაინც მოეცათ, რომ ღამე გადამერეკა, გამეგო ბავშვის მდგომარეობა. მინდა რომ სახალხოდ თქვან, რითი მკურნალობენ, რა სჭირს ბავშვს, რა მდგომარეობაში მიიღეს, როგორ გრძელდება მკურნალობა, კონსილიუმი თუ შედგა, რა გადაწყვიტეს, როგორ არის ბავშვი გამაგებინეთ", - ამბობს პატიმრის დედა.

ოჯახი საგამოძიებო უწყებას უნდობლობას უცხადებს. პატიმრის დედა ფიქრობს, რომ "ყველაფერი დადგმული სცენარია".

"არავის ნდობა არ მაქვს, ყველაფერი არის ძალიან მოგონილი სიცრუე და არცერთი სიტყვის არ მჯერა, ყველაფერი არის ზღაპარი, დადგმული სცენარი", - ამბობს ნათია შენგელია.

იგივე პოზიცია აქვს დაჭრილი პატიმრის ბიძასაც. მისი თქმით, კადრები რომელიც საგამოძიებო უწყებამ ოჯახს აჩვენა, სრული არ იყო, შესაბამისად, იმის აღქმა, თუ რა მოხდა, შეუძლებელია. 

"ამ ეტაპზე გამოძიებას არ ვენდობით, რაც შეეხება კადრების ნახვას, ვნახეთ არასრული ვერსია რაც ჩვენ მოვითხოვეთ ის ვერ გვანახეს, აქედან გამომდინარე სრულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, რაც ჩვენ მოვითხოვეთ, ის კადრები თავიდან ბოლომდე არ იყო", - ამბობს პატიმრის ბიძა.

შეგახსენებთ, 28 წლის გურამ სვანიძე 20 აგვისტოს თავში მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობით კავკასიის მედიცინის ცენტრში გუშინ შეიყვანეს. მანამდე გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ციხის ადმინისტრაციამ კი სვანიძის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. შემთხვევაც სწორედ ამ დაწესებულებაში მოხდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი