ტყიბულში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა 21 აგვისტოს, საღამოს მოხდა.
მანქანა ქვეითად მიმავალ ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში "მთავარი არხის" ვებგვერდს უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.