დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასული ერთი კვირის განმავლობაში (14.08- 21.08) საქართველოში კორონავირუსის 12 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ პერიოდში, ქვეყანაში კორონავირუსისგან 12 329 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი.
NCDC-ის ცნობით, ერთ კვირაში ჩატარდა 74 171, ბოლო შვიდი დღის დადებითობის მაჩვენებელია 16.98%.