ეჭვი გვიჩნდება, რომ გავრცელებულ კადრებში ის არაა, პირველად სხვა ჩანაწერი გვაჩვენეს - დაჭრილი პატიმრის ოჯახი

გამოქვეყნდა:

ბრალდებული პატიმრის, გურამ სვანიძის ოჯახი ამბობს, რომ კადრები, რომელიც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გუშინ გაავრცელა დადგმულია და მათ უწყებაში, გამოძიების დასაწყისში სხვა ვიდეო ჩანაწერი აჩვენეს. გამოძიების ინფორმაციით, 28 წლის პატიმარმა ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან გლდანის ციხეში გადაყვანის დროს ერთ-ერთ ბადრაგს იარაღი წაართვა და თვითმკვლელობა სცადა.

ოჯახი ამბობს, რომ პირველად მათ აჩვენეს ჩანაწერი, სადაც განსხვავებული იყო ე.წ. ბადრაგების რაოდენობა, ასევე, კადრებში ასახული პიროვნება სინამდვილეში გურამ სვანიძე არაა, რადგან მისი აღნაგობა განსხვავებულია. 

"ძალიან მძიმედ არის ბავშვი, ყველამ უნდა აგოს თავიდან ბოლომდე პასუხი. დაიწყოს იქიდან, თავიდანვე გირაო რომ შევთავაზე ბავშვი რატომ არ დამიტოვეს გარეთ, როცა მკვლელები იხდიან და ტოვებენ გარეთ, ორთვიანი გამოძიება სანამ იყო, დაეტოვებინათ, მივხედავდი ამ ჩემ შვილს, რატომ არ დატოვეს, რატომ არ აიღეს გირაო. იქ რაღაც მოხდა ისეთი, ეჭვები მიჩნდება, მაგრამ რომ დავასაბუთო ეს ესე იქნება, ვერაფერს ვიტყვი, ყველაფერი შეიძლება იქ მომხდარიყო, თუნდაც მიიყვანეს იქამდე, რომ ეგ ექნა", - ამბობს დედა, ნათია შენგელია. 

პატიმრის ბიძა ამბობს, რომ კადრებში ნაჩვენები პიროვნება სხვაა, უფრო ათლეტური აღნაგობის, ვიდრე გურამ სვანიძე. მისი თქმით, უჩნდება ეჭვი, რომ ვიდეო დადგმულია.

28 წლის გურამ სვანიძე 20 აგვისტოს თავში მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობის გამო კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. დაჭრილი პატიმრის მდგომაროება მძიმეა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა "ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში" პატიმრის ჯანმრთელობის დაზიანების საქმეზე, სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს მე-3 განყოფილების ესკორტის ოფიცერი დააკავა. 

უწყებამ ინციდენტის ამსახველი კადრებიც გაასაჯაროვა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი