თავდასხმა "ფორმულას" გადამღებ ჯგუფზე - საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნდა:

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, "ფორმულას" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმასთან დაკვშირებით გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე დაიწყო.

"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, დანაშაულში მხილებული პირის დადგენისა და დაკავების მიზნით", - წერია უწყების განცხადებაში. 

შემთხვევა დღეს მოხდა. ჟურნალისტ, რატი წვერავას პირდაპირი ჩართვის დროს უცნობმა პირმა მიკროფონი წაართვა. "ფორმულა" ამბობს, რომ ის დანით იმუქრებოდა და ცდილობდა ოპერატორს თავს დასხმოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი