სატელეფონო ანძების ჩანაწერები მოწმეთა ჩვენებებს არ ემთხვევა - შაქარაშვილის საქმე

გამოქვეყნდა:

სატელეფონო ანძების ჩანაწერები მოწმეთა ჩვენებებს არ ემთხვევა - 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს ახალი მასალები დაემატა და ახალი გარემოებები გამოიკვეთა. ირკვევა, რომ ეს ჩვენებები ძირითადად გარდაცვლილის მეგობრებს ეხებათ. 

ამ ჩვენებებს შორის ყველაზე საეჭვო არის ვახტანგ ახვლედიანის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ მის მეგობარ გიორგი ქათამაძეს, რომელიც იყო დაშავებული და იქვე იყო მიმალული, დაუკავშირდა ორის 11 წუთზე და მასთან შეხვედრის შემდეგ ასევე დაუკავშირდა მის მეგობარს ლუკა ბეჟანიშვილს, რომელიც უნდა ჩამოსულიყო და ისინი თბილისში წაეყვანა. თუმცა ამ კომუნიკაციის შემდეგ ახვლედიანი ამბობს, რომ დატოვა ტერიტორია და თბილისში წავიდა. სატელეფონო ანძების ჩანაწერებიდან კი ირკვევა, რომ ახვლედიანი მის მეგობართან, არა ქათამაძესთან შეხვედრის ახორციელებს ამ ზარს, არამედ მანამდე და ის თითქმის 2 საათამდე, 38 წუთით მეტხანს რჩება ამ ტერიტორიაზე. 

სრულიად განსხვავებულია გიორგი ქათამაძის ვერსია, რომელიც ამბობს, რომ ახვლედიანმა ამ ტერიტორიაზე მას თეთრი ავტომობილით მიაკითხა და უკანა, მარჯვენა სავარძელზე იჯდა. მისი თქმით, წინა სავარძელზე მისთვის უცნობი პიროვნება იჯდა, მეტი კი მას, შეუძლოდ ყოფნის გამო არაფერი ახსოვს. 

თბილისში ახვლედიანის სატელეფონო ზარი დაახლოებით 4-ის ნახევარზე ფიქრსირდება. უცნობია, რას აკეთებდა იგი ამდენ ხანს ინციდენტის ადგილზე. 

ეს კითხვები ჯერჯერობით პასუხგაუცემელია, რადგან მოწმეების ჩვენებებში ფაქტები არასწორადაა დაფიქსირებული, რისი მიზანიც, შესაძლოა, გამოძიების შეცდომაში შეყვანა იყოს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი