ბათუმში 11 წლის ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით კაცი დააკავეს. ინფორმაცია თავდაპირველად "TV 25"-მა გაავრცელა. მედია წერს, რომ სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში "მთავარი არხის" ვებგვერდს უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.