"არის წამება, არ აძლევენ წყალს" - რუსთავის მე-6 ციხეში, 75-ზე მეტი პატიმარი შიმშილობს

გამოქვეყნდა:

რუსთავის მეექვსე ციხეში, მოშიმშილე პატიმრების რაოდენობამ 75-ს გადააჭარბა. უკვე კვირაზე მეტია ისინი ციხის ადმინისტრაციის მხრიდან არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას აპროტესტებენ. ციხესთან დღეს პატიმრების ახლობლები შეიკრიბნენ და იმ მძიმე პირობებზე ისაუბრეს, რომელშიც მათ ახლობლებს უწევთ ყოფნა. მსჯავრდებულები ციხის უფროსს, მის მოადგილესა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ადებენ ხელს:

"ტრაპაიძის, ნიკოლაიშვილის და ქავთარაძის მხრიდან, ადგილი აქვს სავარაუდო არაადამიანურ მოპყრობას პატიმრების მიმართ. არის ასევე წამება პატიმრების. მოშიმშილე პატიმრებს ამყოფებენ წყლის გარეშე, არ ეძლევათ სიგარეტი, გამოგონილი ამბების გამო მათ უკრძალავენ პაემნებს." ამბობს ახლობელი.

მეექვსე ციხის პატიმრებმა დღეს წერილიც გაავრცელეს და სახალხო დამცველს, ასევე ხელისუფლების პირველ პირებს მიმართეს. ისინი შიმშილობის შეწყვეტას იქამდე არ აპირებენ, ვიდრე ციხის ხელმძღვანელობა თანამდებობებს არ დატოვებს.  

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი