თითქმის 9 თვიანი პატიმრობის შემდეგ სამოქალაქო აქტივისტი ბესიკ თამლიანს აღკვეთი ღონისძიება შეეცვალა. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მას გირაო დააკისრა.
თამლიანს პატიმრობის საერთო, 9-თვიანი ვადა 29 აგვისტოს ეწურება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ამ ვადის გასვლის შემდეგ ბრალდებული უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
პროცესს პროტესტის ნიშნად არ ესწრება თავად ბესიკ თამლიანი. ის გასული წლის 29 ნოემბერს მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერ აქციაზე პოლიციისთვის წინააღმდეგობის ბრალდებით დააკავეს.
ბესიკ თამლიანს და მასთან ერთად დაკავებულ კიდევ 3 აქტივისტს მოსამართლემ 5 ათასლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა. აქტივისტები სასამართლოს ესწრებოდნენ და ისინი სხდომიდან გათავისუფლდნენ.
თამლიანის დედისა და ადვოკატის თქმით, თამლიანი თავს უდანაშაულოდ თვლის და გირაოს გადახდას არ აპირებს.
ნატა ჯახუტაშვილი